ოზურგეთის 2020 წლის ბიუჯეტი შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში 11 693 291,74 ლარით გაიზარდა. ცვლილება საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა. აქედან საბიუჯეტო სახსრების ნაშთმა 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 5 669 824,87ლარი შეადგინა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, განხორციელებული ცვლილების შედეგად უმეტესი თანხა, დაახლოებით 11 მილ ლარამდე ინფრასტრუქტურის მშენებლობას მოხმარდება.
რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება დამატებით ოზურგეთში:
შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობა;
სოფელ ხვარბეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა;
სოფელ ნატანებში წყლის ჭაბურღილის მოწყობა;
სოფელ კონჭკათში წყლის ჭაბურღილის მოწყობა;
ქ. ოზურგეთში დუმბაძის ქუჩის რეაბილიტაცია;
დაბა ურეკში შემოვლითი გზის რეაბილიტაცია;
ქ. ოზურგეთში, ანასეულის დასახლებაში კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია;
ქ. ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეზოს და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
სოფელ შრომის (ეკალდიდი )დონაურის გავლთ ნატანების ცენტრალურ გზასთან დამაკვშირებელი გზის რეაბილიტაცია.
სკოლების სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ხოლო 1 მილ 74 ათასი ლარი გათვალისწინებულია სოფლის მხარადმჭერი პროგრამისთვის. ჯამში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აღნიშნულ პროგრამაზე 2 მილ 148 ათასი ლარი დაიხარჯება.
ბიუჯეტში, ასევე, აისახა 50 ათასი ლარი, რომელიც საკრებულოს ინიციატივას, კერძოდ, ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი წინადადებების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.