2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები იგეგმება

ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში განსახორციელებლი ცვლილებები განიხილა და საკითხი საკრებულოს გასვლითი სხდომის დღის წესრიგში შეიტანა.

ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის ზრდა შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში 11 693 291,74 ლარით იგეგმება. აქედან საბიუჯეტო სახსრების ნაშთმა 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 5 669 824,87ლარი შეადგინა.
მას შემდეგ, რაც საკრებულო გადაწყვეტილებას მიიღებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას დამატებით დაახლოებით 11 მილ-მდე ლარი მოხმარდება.

ბიუროს შემდეგ, საკრებულო მიმოიხილავს და ცნობად მიიღებს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების IV
კვარტლის ანგარიშსაც.

ბიუჯეტში ცვლილებას, 31 მარტს გასვლით სხდომაზე ეყრება კენჭი.

მსგავსი სტატიები