ოზურგეთის საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ, დაახლოებით 11 მილ-მდე ლარი დამატებით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
ბიუჯეტში განსახორციელებლი ცვლილების შემდეგ იგეგმება:
შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობა;
სოფელ ხვარბეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა;
სოფელ ნატანებში წყლის ჭაბურღილის მოწყობა;
სოფელ კონჭკათში წყლის ჭაბურღილის მოწყობა;
ქ. ოზურგეთში დუმბაძის ქუჩის რეაბილიტაცია;
დაბა ურეკში შემოვლითი გზის რეაბილიტაცია;
ქ. ოზურგეთში, ანასეულის დასახლებაში კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია;
ქ. ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეზოს და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
სკოლების სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ხოლო 1 მილ 74 ათასი ლარი გათვალისწინებულია სოფლის მხარადმჭერი პროგრამისთვის. ჯამში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აღნიშნულ პროგრამაზე 2 მილ 148 ათასი ლარი დაიხარჯება.