ოზურგეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებულ კურორტს სახელი “გომისმთა”, საკრებულომ განკარგულების დამტკიცებით მიანიჭა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს შუამდგომლობა წარედგინება,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე
ტერიტორიაზე – დასახლების, დაბა გომისმთის შექმნის თაობაზე“.
საკითხებზე დადებითი დასკვნები შეიმუშავა საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიამ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული ერთეული, დაბა გომისმთა შეიქმნება.