საკრებულოს უმრავლესობის წევრები მოქალაქეთა დახმარებას განაგრძობს

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ოზურგეთის საკრებულოს პარტია ” ქართული ოცნების” დეპუტატები მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს. ამჯერად, საქველმოქმედო აქცია ქალაქ ოზურგეთის პირველ ოლქში, ამავე ოლქის მაჟორიტარის ლელა საჯაიას მხარდაჭერით გაიმართა. ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ, საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა ლელა საჯაიამ, ფრაქცია “ქარული ოცნების” თავმჯდომარემ ტარიელ აროშიძემ პირადი სახსრებით შეძენილი პირველადი მოხმარების პროდუქტები მრავალშვილიან ოჯახებს, ხანდაზმულებსა და შემოსავლების გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს სახლებში მიუტანეს. “მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, პირადი სახსრებით შემეძინა სასურსათო პაკეტები ჩემი ამომრჩევლებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებით სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა.”- აღნიშნა საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა ლელა საჯაიამ. ” ფრაქცია ქართული ოცნების წევრები პირადი დანაზოგებით ვაგრძელებთ მოსახლეობის დახმარებას. ვცდილობთ, რომ პანდემიის პირობებში მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ ჩვენს თანამოქალაქეებს მდგომაროება. მე მიხარია, რომ საკრებულოს წევრები ამ საქმეში აქტიურობოთ გამოირჩევიან” – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ.

მსგავსი სტატიები