სანაპიროს ქუჩაზე ახალი გარე განათების სისტემა მოეწყო

ოზურგეთში, სანაპიროს ქუჩაზე, ახალი გარე განათების სისტემა მოეწყო.

2 კმ. და 200 მ. სიგრძის მონაკვეთზე დამონტაჟდა გარე განათების ბოძები, 172 ერთეული ლედ-ნათურა და სადენები.

ენერგოეფექტური გარე განათების პროექტი, რომლის საგრანტო მოცულობა 40 000 დოლარს შეადგენდა, ა.(ა).ი.პ. “თავისუფალმა მედია სივრცემ”, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობითა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით განახორციელა.

სამუშაოები შესრულდა კომპანია შ.პ.ს. “განათების” მიერ.

მსგავსი სტატიები