ჟღენტის ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოები სრულდება

ოზურგეთში, ჟღენტის ქუჩაზე 115 მეტრი სიგრძის გზის მოასფალტება დასრულდა.

სამუშაო პროცესს, ოზურგეთის მერის მოადგილე, ოსიკო თოთიბაძე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან თემურ გიორგაძესთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო მოსახლეობის ჭიშკრებთან მისასვლელები. სამომავლოდ იგეგმება სანიაღვრე არხების მოწყობა.

გზის რეაბილიტაციას შ.პ.ს „ეს-თი ჯგუფი“ ახორციელებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 39 400 ლარს შეადგენს.

#გურია #ოზურგეთი2021
#ინფრასტრუქტურისგანვითარება

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი