საკრებულოს წევრებმა ანგარიშები წარადგინეს

ოზურგეთის საკრებულოში ანგარიშგების პროცესი აქტიურად გრძელდება.
“საკრებულოში მიმდინარეობს ანგარიშგების პროცესი, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი საქმიანობის საჯაროობას, გამჭვირვალობას. კანონით გათვალისწინებული ეს ვალდებულება, დამატებით იმ პრინციპებს ეხმიანება, რომელსაც საკრებულო, წარმატებით, ღია მმართველობის რეფორმის ფარგლებში ახორციელებს. სასიხარულოა, ასევე რომ ეფექტურად ვიყენებთ ელექტრონულ მექანიზმებს, რაც ჩვენს მოსახლეობას პანდემიის პირობებში შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ ანგარიშგების პროცესში”- აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ.
დღეს, მოქალაქეებს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია , პირდაპირი ტრანსლაციის მეშვეობით, ფრაქცია ” მშრომელთა და ხელმოკლეთა ინტერესებისთვის” წევრებმა: შოთა გოგიბერიძემ, ნანული ორაგველიძემ და დავით მამალაძემ მიაწოდეს.
საკრებულოს წევრებმა დაწვრილებით ისაუბრეს ფრაქციის ფორმატში, მათ მიერ ინიცირებულ საკითხებზე. ყურადღება გაამახვილეს უფლებამოსილების ფარგელბში განხორციელებულ საქმიანობაზე, მოქალაქეთა მიერ, ონლაინ ფორმატში დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
საკრებულოს წევრების საქმიანობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.

მსგავსი სტატიები