საკრებულოში კომისიების სხდომები გაიმართა

ოზურგეთის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო და აგარარულ საკითხთა კომისიების სხდომები გაიმართა.

აგრარულ საკითხთა კომისიის წევრებმა ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე განკარგულების პროექტი განიხილა და დასკვნა მოამზადა.

არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტი კი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის განსახილველი საკითხი იყო. კომისიამ მიზანშეწინოლიდან მიიჩნია განკარგულების პროექტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვა, მისი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზნით.

მსგავსი სტატიები