საკრებულოს წევრებმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამეს

ოზურგეთის საკრებულოში 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების წარდგენა აქტიურად მიმდინარეობს.
დღეს, გურიანთისა და ცხემლისხიდის ადმინისტრაციული ერთეულების, საკრებულოს მაჟორიტარმა წევრებმა, მაია ზოიძემ და ლალი სიჭინავამ, პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში, მოქალაქეებს გასული წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინეს.
ანგარიშის წარდგენას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე უძღვებოდა.
საკრებულოს წევრებმა დეტალურად ისაუბრეს საკრებულოს უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე, ადმინისტრაციულ ერთეულებში შესრულებულ პროექტებზე, სოციალურ, გენდერულ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ყურადღება გაამახვილეს სამომავლო გეგმებზე და მნიშვნელოვნად მიიჩნიეს იმ პრობლემების დროული მოგვარება, რომლებიც მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის რეჟიმში იკვეთება.
საკრებულოს წევრების მუშაობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.

მსგავსი სტატიები