2021 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება

მოსახლეობასთან კონსულტაციები, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბახვში, ქვედა ბახვსა და მშვიდობაურში ჩატარდა.

ადგილობრივებმა მერთან ერთად 2021 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები შეარჩიეს.

ბახვში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით გარე განათების მოწყობა და ბაღის შენობაზე საწვიმარი მილების გაკეთება გადაწყდა.

ქვედა ბახვში, პრიორიტეტად სასაფლაოს შემოღობვა და შიდა გზების მოხრეშვა დაასახელეს.

ხოლო მშვიდობაურში, ცენტრის კეთილმოწყობაზე შეთანხმდნენ.

აღნიშნული პროგრამა მოქალაქეთა აქტიური თანამონაწილეობით ხორციელდება.

#გურია #ოზურგეთი#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2021
#ბახვი #ქვედაბახვი #მშვიდობაური

მსგავსი სტატიები