ანგარიშის წარდგენა

დღეს, ოზურგეთის საკრებულოს წევრმა, მელექედურის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა ლევან კილაძემ 2020 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა.
ანგარიშის წარდგენა პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში გადაიცემოდა. ამომრჩევლებს, საკრებულოს წევრმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გასულ წელს მისი ჩართულობით განხორციელებულ აქტივობებზე საკრებულოში. ისაუბრა სოფლის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე.
ანგარიშის წარდგენას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა, რომელმაც მოქალაქეებს მოუწოდა, აქტიურად ადევნონ თვალი ონლაინ სივრცეში საკრებულოს წევრების მიერ ანგარიშების წარდგენას, რათა მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია გაკეთებულ საქმეებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე.
საკრებულოს წევრის, ლევან კილაძის მუშაობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.

მსგავსი სტატიები