ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა

ოზურგეთის საკრებულოში 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა დაიწყო.

საკრებულოს იურიდიულ და სოციალურ საკითხთა კომისიებმა იმსჯელეს დღეს წლიურ ანგარიშზე. კომისიების წევრების შეკითხვებს მერიის საფინანსო-საბუიჯეტო სამსახურის წარმომადგნელები პასუხობდნენ. 2020 წლის ბიუჯეტის პარამეტრები და შესრულების მაჩვენებლები გახდა ძირითადი მსჯელობის საგანი.

კომისიებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის საკრებულოს სხდომაზე განხილვა, დამტკიცდა დასკვნები.

საკრებულო, ფრაქციებისა და კომისიების ფორმატში, დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, აგრძელებს განხილვის პროცესს.

მსგავსი სტატიები