ქართული ჩაის ფესტივალი -“ჩაის გზა”

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ორგანიზებით ყოველ წელს იმართება ქართული ჩაის ფესტივალი.

ფესტივალი მუნიციპალური პროექტის – “ჩაის გზის“ფარგლებში ტარდება.

პროექტი ითვალისწინებს ქართული ჩაის პოპულარიზაციას, როგორც სამრეწველო, ისე ტურისტული მიმართულებით.

ფესტივალზე წარმოდგენილია  20-მდე ქართული ჩაის მწარმოებელი და საოჯახო მეურნეობების  პროდუქცია: თაფლი, მშრალი ხილი, ღვინო, არაყი, თევზისა და ყურძნის ნაწარმი.

ფესტივალის ფარგლებში ოზურგეთში ჩამოდიან  საინფორმაციო და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები.

“საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით ფესტივალის ბოლოს იმართება ჩაის ოსტატთა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი და კონფერენცია თემაზე “ქართული ჩაის სამრეწველო და ტურისტული შესაძლებლობები“.

ჩემპიონატის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატები, ხოლო გამარჯვებულებს სიგელები და პრიზები.

#ჩაისგზა

მსგავსი სტატიები