2019 წელს ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით წყალმომარაგების სამუშაოები განხორციელდა 20 სოფელში ჯამური ღირებულებით 487 523 ლარი, სასმელი წყლით უზრუნველყოფილია 6 631 ბენეფიციარი.
დასრულდა: ჯუმათის წყალსადენის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, ნაღობილევის სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები, დაბა ურეკის ტერიტორიულ ერთეულში დაზიანებული წყალმომარაგების ქსელის აღდგენისათვის საჭირო მასალების შესყიდვა. ძიმითის ადმინისტრაციულ ერთეულში, „კოხი“- ს უბანში დაზიანებული სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები, სილაური – მილების შესყიდვა, შრომა – ხრიალეთი ბაღის წყლის სათავანის მოწყობა, გურიანთაში (ციხისფერდი) ჭაბურღილის მოწყობა, თხინვალში საბავშვო ბაღის წყალმომარაგება, მერია (ჭახვათა) ჭაბურღილის რეაბილიტაცია, მთისპირის თემის ტერიტორიულ ერთეულში (ვანისქედში) დაზიანებული წყალმომარაგების ქსელის აღდგენისათვის საჭირო 1200 გრძ.მ. მილის შესყიდვა, შემოქმედში (ბაღი) წყალმომარაგების მოწესრიგება, სოფელ ძიმითში (ნასაკირალი) წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ძიმითის (ცენტრი) წყალმომარაგება, კვირიკეთში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები, სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები, ნასაკირალის თემის ტერიტორიულ ერთეულში დაზიანებული წყალსადენის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის სამუშაოები, სოფელ შემოქმედში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები, მაკვანეთისათვის წყალსადენისმილების შეძენა,დაბა ნასაკირალის N2 საბავშვო ბაღის წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად სხვადასხვა მასალების შესყიდვა და მოწოდება.