შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი


პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისთვის საუკეთესო გარემო პირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში.

60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას მთელი თავისი სრულყოფილებით წარმოგვიდგენს.

დენდროპარკი ორ ნაწილად იყოფა: 18 ჰექტარზე გაშენდა საქართველოში მოძიებული ენდემური ჯიშის ხეები. კოლექცია 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ნიმუშისგან შედგება.

დანარჩენ 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასობით ხემცენარეა წარმოდგენილი.

მცენარეთა ეს უნიკალური კოლექცია მსოფლიო დენდროფლორის მრავალფეროვნებასა და ხემცენარეების შთამბეჭდავ სილამაზეს გვაზიარებს.
დამთვალიერებლისთვის დაუვიწყარი სანახაობაა ეგზოტიკური ფრინველებით დასახლებული ტბა. მთლიანად პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს.

სწორედ ამიტომ ამ იშვიათ პარკს რეგიონის ეკოსისტემისთვის უდიდესი გამაჯანსაღებელი, ესთეტიკური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს.

#დენდროლოგიურიპარკი

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი