მუსიკოსთა პარკი შეკვეთილში

 

„მუსიკოსთა პარკი“ შეკვეთილში, საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს გვერდით მდებარეობს.

პარკში მოწყობილია სასეირნო ბილიკები, საპიკნიკე ადგილები, განთავსებულია მომღერლებისა და კომპოზიტორების სკულპტურები, ხეში გამოკვეთილი ფიგურები. მუსიკოსების სკულპტურებთან მიახლოებისას კი მათი სიმღერები და მუსიკა ისმის.

„მუსიკოსთა პარკი“ შეკვეთილში „ქართუ ჯგუფმა“ მოაწყო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 2016 წლის აგვისტოში გადასცა.

სკულპტურები დამზადებულია ევროპაში ევროპელი სკულპტორების მიერ.

 

 

 

#მუსიკოსთაპარკი

მსგავსი სტატიები