მუსიკოსთა პარკი – შეკვეთილი

„მუსიკოსთა პარკი“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს გვერდით მდებარეობს, რომელიც ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით 2016 წლიდან ფუნქციონირებს.

21 ჰექტარ ტერტორიაზე გაშენებულ პარკში გვხვდება უნიკალური ჯიშის მრავალწლიანი მცენარეები, სასეირნო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები და სამი ღია სცენა. განთავსებულია ქართველი და უცხოელი მომღერლებისა და კომპოზიტორების სკულპტურები, რომლებიც დამზადებულია ევროპელი სკულპტორების მიერ. მათთან მიახლოებისას კი მუსიკა ისმის.

მუსიკოსთა პარკი ვიზიტორებს სხვადასხვა ტიპის შემეცნებით და გასართობ პროექტებსაც სთავაზობს, რომლებიც პარკში დროის გატარების გამოცდილებას კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის.

საღამოობით 1300 კვ.მ ფართობზე გაშენებული, გრანდიოზული, სამნაწილიანი მომღერალი შადრევანი ირთვება და მისი ლაზერშოუ – წყლის ფარდაზე, ვიდეო და ფოტოგამოსახულებების ჩვენება იწყება.

მსგავსი სტატიები