საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 7 საკითხი განიხილეს. სხდომას დავით დარჩია უძღვებოდა.
საკრებულომ დაამტკიცა 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში და ცნობად მიიღო გასული წელს განხორციელებული შესყიდვების ანგარიშის მოსმენის შესახებ ინფორმაცია.
დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის შესახებ დადგენილება.
საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო უძრავი ქონების სერვიტუტით გამოყენებაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
საკრებულომ მიიღო განკარგულება ქალაქ ოზურგეთის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ უსახელო სკვერისთვის – „არსენ კეჭაყმაძის სახელობის სკვერი“-ს სახელის მისანიჭებლად – გარდაცვალების ვადის შეზღუდვიდან გამომდინარე გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის შესახებ;
მოიწონეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2021-2022 წლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტები.
მსჯელობა გაიმართა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხადაჭერის პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხებისა და პროექტების განაწილების შესახებ“ მერიის მიერ წარმოდგენილ პროექტზე. საკრებულომ განკარგულების მიღებას მხარი დაუჭირა, თუმცა გამოითქვა კონკრეტული შენიშვნები, რომელიც პროექტში აისახება.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი