ლიხაური

სოფელი ლიხაური მდებარეობს მდინარე აჭისწყლის ხეობაში, ნაბადას მთის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 120 მ. ქალაქ ოზურგეთიდან 5 კმ.-ს მოშორებით. თემში შმავალი სოფლებია: ლიხაური, აჭი, კვაჭალათი, ნიაბაური. სოფელში არის საჯარო სკოლა, ბიბლიოთეკა და კულტურის სახლი.

სოფლის ერთ-ერთი უბანია ოქროსმუხურო, რომელიც სოფლის ცენტრისგან მდინარე აჭისწყლითაა გამოყოფილი.

ლიხაური ადრინდელ ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა გურიის საერისთავოს პოლიტიკურ ცენტრს.

სოფელში დაიბადაა მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი. სოფელში დგას მისი სახელობის მუზეუმი და 16 იანვარს აღინიშნება ყოველწლიური დღესასწაული „ექვთიმეობა“. ლიხაურში აგრეთვე დაიბადა ალექსანდრე წუწუნავა – სცენარისტი და რეჟისორი.

ლიხაურში დგას XII საუკუნის II ნახევრის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. მდებარეობს სოფლის ცენტრში შემაღლებულ ბორცვზე , ეკლესიას ერთი მხრიდან იცავს ქვის გალავანი, რომელშიც დატანებულია თლილი ქვით ნაგები ოთხკუთხიანი სამრეკლო. ეკლესიის შენობა იმავე ქვითაა ნაშენი. ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი