ელექტრონული პეტიცია-ხალხის ხმა თვითმართველობაში

საკრებულოს ბიურომ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 0,5%-ის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი პეტიციები განიხილა.

პეტიციის-„სკვერის მოწყობა ჩოხატაურის ქუჩაზე“ ხელმომწერები, მჭიდროდ დასახლებულ ქუჩაზე, ბავშვებისათვის გასართობი სკვერის და მოსახლეობისთვის დასასვენებელი სივრცის მოწყობას ითხოვენ.
კიდევ ერთი, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ელექტრონული პეტიცია უპატრონოო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების გზების ძიებას ეხება.
ბიუროს გადაწყვეტილებით პეტიციები რეაგირებისთვის აღმასრულებელ ორგანოს გადაეგზავნა და შესრულებაზე მონიტორინგი საკრებულოს შესაბამის კომისიებს დაევალა.

მსგავსი სტატიები