კომისიები 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ

ოზურგეთის საკრებულოს დარგობრივ კომისიებში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს.
საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და აგრარულ საკითხთა კომისიების წევრებმა, მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი მუხლობრივად განიხილეს. როგორც კომისიებმა აღნიშნეს, “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022
წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი ნაწილობრივ აკმაყოფილებს საბიუჯეტო
კოდექსის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროგრამული
ფორმატით შედგენის მეთოდოლოგიას. შესაბამისად, საბიუჯეტო განაცხადის
პროექტი ხარვეზიანია და ექვემდებარება გადამუშავებას. ”

კომისიების რეკომენდაციები და შენიშვნები დასკვნებში აისახა, რომლებიც მერიას გასათვალისიწნებლად წარედგინება.

მსგავსი სტატიები