შეხვედრა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ წარმომადგენლებთან

საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული Log-in Georgia პროექტის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში დაესწრნენ.

აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაცია კომუნიკაციის კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ დახუნდარიძემ, ციფრული მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორმა თიკო აბულაძემ და ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ელჩმა გიორგი გოგიტიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაწოდეს.

Log in Georgia პროექტის შემადგენელი ნაწილია „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა,“ რომელიც ხორციელდება უშუალოდ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის კოორდინაციით და მიზნად ისახავს ციფრული ეკონომიკისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, ინტერნეტის გამოყენების პოპულარიზაციას. ამ მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის ციფრული საჭიროებების შესწავლა, რომლის საფუძველზეც შემუშავდება შესაბამისი თემატური ტრენინგპროგრამები სამიზნე სოფლების მოსახლეობისთვის, ადგილობრივი მეწარმეებისთვის, ახალგაზრდებისთვის, პენსიონერებისთვის, შშმ პირებისთვის, დევნილებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

რეგიონების ინტერნეტიზაციის მიზნით, „ოუფენ ნეტმა“ დაიწყო ოპტიკური ქსელის მაგისტრალის მშენებლობა. საპილოტე პროექტი განხორციელდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 49 სოფელში. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიები არის უსაფრთხო საშუალება, რომელსაც არ გააჩნია რაიმე უარყოფითი ზეგავლენა ბუნებრივ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

მსგავსი სტატიები