„რესპუბლიკა გურია“ პრემიერა

 ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლის „რესპუბლიკა გურია“ პრემიერა გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

სპექტაკლი კულტურის სამინისტროს კონკურსის – „კულტურის სფეროში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტია და არის ინოვაციური წარმოდგენა თხრობის განსხვავებული, არავერბალური ფორმით.

სპექტაკლის სიუჟეტი ეყრდნობა საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ დოკუმენტურ მასალებს. წარმოდგენაში გაცოცხლებულია პატარა ქალაქი – ოზურგეთი, რომელიც თავს ითავისუფლებს და შიშის ზარს სცემს უზარმაზარ რუსეთის იმპერიას.

სპექტაკლში ხაზგასმულია უბრალო ადამიანის როლი თავისუფლებისათვის ბრძოლაში. მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პერსონაჟები არიან არა ისტორიულად ცნობილი ფიგურები, არამედ გლეხები, რომლებიც იბრძვიან ადამიანური ღირსებების დასაცავად.

მსგავსი სტატიები