ნოდარ დუმბაძის სახელობის IV საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალი

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის IV საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ნოდარ მაჭარაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლით ,,ავი მუსაიფი“ გაიხსნა.

ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს 5-15 ივლისს უმასპინძლებს. 10 დღის განმავლობაში თეატრის სამ სივრცეს უცხოეთის 7 თეატრი 8 სპექტაკლით, ხოლო 18 ქართული თეატრი 18 სპექტაკლით დაიკავებს.

მსგავსი სტატიები