ბიუროს სხდომა

ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ 5 სკითხზე იმსჯელა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, მაისის თვეში გასამართ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში აისახა: ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ და ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის
თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტები. იმავე სხდომაზე ეყრება კენჭი „ ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული
მართვის სწავლებისათვის განკუთვნილი საავტომობილო გზების სიის დამტკიცების, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის დაგეგმარების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 ივლისის N48 განკარგულებაში ცვლილების შეტანას.
დარგობრივ კომისიებს დაევალა ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის განხილვა.
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხრდაჭერის პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი
პროექტების დამტკიცების შესახებ“-განკარგულების პროექტის დამტკიცებაზე, ხვალ, 29 აპრილს გასამართ სხდომაზე იმსჯელებენ.
29 აპრილს საკრებულოს სხდომა 16:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სტატიები