საგრანტო კონკურსი ოზურგეთის ტექნოპარკში

🔵 ოზურგეთის ტექნოპარკში, პროექტის – ,,გურიის ეროვნული პარკის შექმნა“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსი გაიმართა, რომელსაც საქართველოში შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ერიკ ილესი, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე დაესწრნენ.

🚀 კონკურსში, სადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 6 თემის (ლიხაური, მაკვანეთი, შემოქმედი, ცხემლისხიდი, ვაკიჯვარი, მთისპირი) ადგილობრივი მეწარმეები მონაწილეობდნენ, სოფელ მაკვანეთის პროექტმა – „გოგიეთის ჩანჩქერი – ოჩენჩქირი“ გაიმარჯვა. საგრანტო ფონდის ბიუჯეტი 18 000 ევროს შეადგენს.

📌 პროექტი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი სტატიები