OGP LOCAL – ის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

🚀 ოზურგეთის ტექნოპარკში OGP LOCAL – ის პროგრამის ფარგლებში, „ინოვაციური ტექნოლოგიები ღია და გამჭვირვალე მმართველობისთვის“ შეხვედრების ციკლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

🔹ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას OGP LOCAL-ის პროგრამის უფროსი ოფიცერი ხოსე მარია მარინი ესწრებოდა, რომელიც დღეს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელიდან ოზურგეთს ეწვია.

✅ შეხვედრა ღია მმართველობა პარტნიორობის ოთხ ძირითად პრინციპზე, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, ჩართულობა და ინოვაციური ტექნოლოგიები, მსჯელობას დაეთმო.

🔹 ხოსე მარია მარინმა, ისაუბრა ღია მმართველობა პარტნიორობისა (OGP) და მის ადგილობრივ პროგრამის მნიშვნელობაზე. ასევე, პოზიტიურად შეაფასა ოზურგეთის გაწევრიანება OGP LOCAL-ში და ამავე პროგრამის ვალდებულებების შესრულება სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

✅ საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, დამსწრე საზოგადოებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დანერგილ ჩართულობის მექანიზმებსა და საჯარო მმართველობის განმტკიცების კუთხით განოხრციელებულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. ოზურგეთის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ OGP LOCAL – ის ფარგლებში შემუშავებულ სამოქმედო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

🔵 საჯარო სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, კორუფციის რისკების მართვის სიტემის გაუმჯობესება და საჯარო ფინანსების მართვის პროცესების გაუმჯობესება ინკლუზიური და აქტიური ჩართულობით ის დოკუმენტებია, რომლებიც მუნიციპალიტეტმა, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩართულობით შეიმუშავა და დაამტკიცა.

📌 დღესვე, ახალი ვალდებულებების შემუშავების მიზნით საჯარო კონსულტაცია შედგა. ახალგაზრდების ჩართულობითა და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ფასილიტაციით ღია მმართველობის პრინციპების მიხედვით სხვადასხვა საჭიროებები გამოიკვეთა, რომლებიც OGP LOCAL- ის ოზურგეთის სამომავლო ვალდებულებებში აისახება.

 

👉🏻 2020 წელს ოზურგეთი OGP Local-ის წევრად აირჩიეს. უნიკალური გლობალური პლატფორმის შესაბამისად, ღია მმართველობის რეფორმების მიღებით ოზურგეთმა პირველი სამოქმედო გეგმა წარმატებით შეასრულა.

მსგავსი სტატიები