OGP LOCALI-ის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

ოზურგეთის ტექნოპარკში OGP LOCALI- ის პროგრამის ფარგლებში, „ინოვაციური ტექნოლოგიები ღია და გამჭვირვალე მმართველობისთვის“ შეხვედრების ციკლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთდ, შეხვედრას OGP LOCAL-ის პროგრამის უფროსი ოფიცერი ხოსე მარია მარინი ესწრებოდა, რომელიც დღეს ოფიციალური ვიზიტით ოზურგეთს ეწვია.
შეხვედრა ღია მმართველობა პარტნიორობის ოთხ ძირითად პრინციპზე, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, ჩართულობა და ინოვაციური ტექნოლოგიები, მსჯელობას დაეთმო.
ხოსე მარია მარინმა ღია მმართველობა პარტნიორობისა (OGP) და მის ადგილობრივ პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ოზურგეთის გაწევრიანება OGP LOCAL-ში და ამავე პროგრამის ვალდებულებების შესრულება სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, პოზიტიურად შეაფასა.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დანერგილ ჩართულობის მექანიზმებსა და საჯარო მმართველობის განმტკიცების კუთხით განოხრციელებულ პროექტებზე მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია. მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ OGP LOCAL- ის ფარგლებში შემუშავებულ სამოქმედო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. საჯარო სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, კორუფციის რისკების მართვის სიტემის გაუმჯობესება და საჯარო ფინანსების მართვის პროცესების გაუმჯობესება ინკლუზიური და აქტიური ჩართულობით ის დოკუმენტებია, რომლებიც მუნიციპალიტეტმა, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩართულობით შეიმუშავა და დაამტკიცა.
დღესვე ახალი ვალდებულებების შემუშავების მიზნით საჯარო კონსულტაცია შედგა. ახალგაზრდების ჩართულობითა და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ფასილიტაციით ღია მმართველობის პრინციპების მიხედვით სხვადასხვა საჭიროებები გამოიკვეთა, რომლებიც OGP LOCAL- ის ოზურგეთის სამომავლო ვალდებულებებში აისახება.
2020 წელს ოზურგეთი OGP Local-ის წევრად აირჩიეს. უნიკალური გლობალური პლატფორმის შესაბამისად, ღია მმართველობის რეფორმების მიღებით ოზურგეთმა პირველი სამოქმედო გეგმა წარმატებით შეასრულა.

მსგავსი სტატიები