OGP-LOCAL-ის პროგრამის უფროსი ოფიცერის ვიზიტი ოზურგეთში

ოზურგეთში ოფიციალური ვიზიტით OGP LOCAL -ის პროგრამის უფროსი ოფიცერი ბრიუსელიდან ხოსე მარია მარინი იმყოფება.
გაცნობითი შეხვედრა გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრაზე ღია მმართველობის მნიშვნელობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჩართულობაზე OGP LOCALI-ის პროგრამაში და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის წევრად 2020 წელს აირჩიეს. OGP-ში გაწევრიანებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტი შეუერთდა გლობალურ მოძრაობას, რათა ხელი შეუწყოს სხვადასხვა ფორმით ადგილობრივ დონეზე ღია მმართველობის პრინციპების გამტკიცებას. ღია მმართველობის კუთხით განხორციელებული ინოვაციური ინიციატივები და სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმატებული თანამშრომლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შერჩევის ერთ-ერთი საფუძველი გახდა.
ხოსე მარია მარინმა, ასევე, შეხვედრა გამართა ოზურგეთის საკრებულოს წარმომადგენლებთან და მათ მსოფლიო მასშტაბით ღია მმართველობის პარტნიორობის ფრგლებში განხორციელებულ აქტივობებზე, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მანვე აღნიშნა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმატება, რომელიც OGP-ის ლოკალურ პროგრამაში გაწევრიანებას ეხება.
ოზურგთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ ხოსე მარია მარინს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის.
„ ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ OGP LOCAL -ის უფროსს ოფიცერს ბრიუსელიდან. მნიშვენელოვანია უშუალოდ მასთან ვისაუბროთ სამომავლო თანამშრომლობაზე. ოზურგეთის საკრებულო ჯერ კიდევ 2015 წლიდან ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს საჯარო მმართველობის მიმართულებით. სწორედ ეს გახდა წინაპირობა ჩვენი არჩევის OGP LOCAL -ის პროგრამაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, როგორც წარმომადგენლობითი, ისე აღმასრულებელი ორგანოებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ადგილობრივ დონეზე გავაგრძელოთ რეფორმები, დავნერგოთ ახალი ინოვაციური ინსტრუმენტები რომელიც კიდევ უფრო გაზრდის ღიაობას ჩვენი საქმიანობის და უზრუნველყოფს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.”
ხოსე მარია მარინის ვიზიტი ოზურგეთის ტექნოპარკში გაგრძელდება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან “ინოვაციური ტექნოლოგიები ღია და გამჭვირვალე მმართველობისთვის“ შეხვედრების ციკლის შემაჯამებელი პრეზენტაცია, ახალი ინსტრუმენტის “სმარტ ეკრანის” წარდგენა და ახალი ვალდებულებების შემუშავების მიზნით საჯარო კონსულტაცია გაიმართება.

მსგავსი სტატიები