ონლაინ კონფერენცია

29 აგვისტოს, ონლაინ კონფერენცია ,,ციფრული ტექნოლოგიები და სექტორთშორისი პარტნიორობა მონაწილეობით პროცესებში”, მენტორების – ნანა თავდუმაძისა და ელენე კრავცოვას ხელმძღვანელობით გაიმათა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოში „მონაწილეობითი აკადემიის“ პრაქტიკის მონაწილეები.

დისკუსიის მთავარ თემებს წარმოადგენდა: ციფრული ტექნოლოგიები და თანამონაწილეობა ადგილობრივ დონეზე – გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, მონაწილეობის ასამაღლებლად. სესიაზე განიხილეს ოზურგეთისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში დანერგილი, მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მექანიზმები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ ისაუბრა ოზურგეთში თანამონაწილეობით პროცესებზე, OGP -Local-ის შესახებ, რომლის წევრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სხვადასხვა ინოვაციური პროექტების გამო განიხილება, როგორც ადგილობრივი რეფორმატორი, ღია და გამჭვირვალე მმართველობითი სისტემების შექმნის მიმართულებით.

ონლაინ კონფერენცია ოზურგეთისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში „მონაწილეობითი აკადემია – 2022“ მონაწილეთა საველე პრაქტიკის დასკვნითი ღონისძიებას წარმოადგენდა. საბოლოოდ, სექტორთშორისი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე შეთანხმდნენ.

მსგავსი სტატიები