სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და საომარი მოქმედებების დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი, ეროვნული გმირის ზაზა დამენიასა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

,, ეს დღე არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი. დღეს ვიხსენებთ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს. არასდროს უნდა მიეცეს მათი ღვაწლი და თავდადება დავიწყებას”- საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.

სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკვშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

მსგავსი სტატიები