8 აგვისტო

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.

მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი, ეროვნული გმირის ზაზა დამენიასა და აგვისტოს ომში დაღუპულთა გმირების საფლავები გვირგვინებით შეამკეს, მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

2008 წელს საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა სამი ოზურგეთელი სამხედრო: თემურ ჭიტაძე (სოფელი გურიანთა), თამაზ ნიკიტინი (ქალაქი ოზურგეთი) და ზაურ თენიეშვილი (ქალაქი ოზურგეთი).

,, საქართველოს უახლესი ისტორიის, ყველაზე მძიმე დღეებიდან, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. ქვეყნის დაცვას ჩვენი, ბევრი თანამოქალაქე შეეწირა, მათ შორის სამი ოზურგეთელი გმირი სამხედრო. ქედს ვიხრი ომში დაღუპული სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნის წინაშე. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მნიშვნელოვანი სწორად დავინახოთ ომის მძიმე მემკვიდრეობა. თითოეული ჩვენგანის მიზანია, მივაღწიოთ ყველაზე მთავარს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას .“ – საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია

მსგავსი სტატიები