აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა

აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა – გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ოზურგეთში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ოზურგეთში პატივი მივაგეთ რუსეთ-საქართველოს ომში გარდაცვლილ გმირებს – თეიმურაზ ჭიტაძეს, თამაზ ნიკიტინს და ზაურ თენიეშვილს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლებსა და ეროვნულ გმირს,ზაზა დამენიას.

ყოველთვის საამაყო იქნება ჩვენი ჯარისკაცების თავდადება, რომელიც მათ სამშობლოს წინაშე მიუძღვით. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნისა და მათი ოჯახების წინაშე!“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

მსგავსი სტატიები