საინფორმაციო შეხვედრა ,,თვითმმართველობა განათლებისთვის“ ფარგლებში

ოზურგეთის საკრებულოს ინიციატივა „თვითმმართველობა განათლებისთვის“ ფარგლებში, თვითმმართველობის საკითხებსა და მონაწილეობით ფორმებზე, წარმომადგენლობით ორგანოში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ამჯერად საკრებულოს, ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლის  პედაგოგები და მოსწავლეები ესტუმრნენ.

თვითმმართველობის საკითხებზე, საკრებულოს ფუნქციებსა და მუშაობაზე ახალგაზრდებს ინფორმაცია საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლავრენტი ბიგვავამ, ბახვის მაჟორიტარ მარიკა ჩხიკვიშვილთან ერთად მიაწოდა. აპარატის საქმიანობასა და ჩართულობის ინსტრუმენტებზე კი აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ ისაუბრა.

,,თვითმმართველობა განათლებისთვის“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ,,ღია მმართველობა პარტნიორობის“ ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებთან და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, 2016 წელს დაიწყო.

მსგავსი სტატიები