წყალმომარაგების სამუშაოები ოზურგეთის სოფლებში

💧 გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოზურგეთში უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად 10 მლნ. ლარამდე ღირებულების პროექტს ახორციელებს.

📌 წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ მოადგილეებთან, სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, ოზურგეთის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

💬 „განვაგრძობთ სამშენებლო სამუშაოებს სოფლების – ცხემლისხიდის, დვაბზუსა და მშვიდობაურის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის. პროექტის დასრულების შედეგად, ჩვენს თანამოქალაქეებს, 1 400-ზე მეტ ოჯახს, სტაბილური წყალმომარაგება ექნება. პროექტი მოიცავს წყლის სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და წყალმომარაგების ახალი ქსელების მოწყობას. მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს და მთავრობას ოზურგეთის მხარდაჭერისთვის!“- აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.

მსგავსი სტატიები