ოქროსფერი შემოდგომა – ღონისძიება #2 საბავშვო ბაღში

🍁 „ოქროსფერი შემოდგომა“ – ამ სახელწოდებით ოზურგეთის #2 საბავშვო ბაღში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა, სადაც „ანაბანას“ მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებმა, სტუმრებისთვის სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს. ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო საშემოდგომო ნობათი.

✅ ღონისძიებას ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, ლალი სიჭინავასთან ერთად დაესწრო.

🔸 საშემოდგომო აქტივობა პედაგოგებისა და მშობლების ჩართულობით მომზადდა და მასში 28 ბაღის აღსაზრდელი მონაწილეობდა.

მსგავსი სტატიები