კონცერტი დაბა ურეკის კულტურის სახლში

🎼 დაბა ურეკში, კულტურის სახლთან არსებული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა, სადაც ვაჟთა მგალობელმა გუნდმა, საესტრადო და ხალხურ საკრავთა გუნდებმა, ასევე კვინტეტმა „დომინანტა“ შეასრულეს სხვადასხვა მუსიკალური ნომერი.

ღონისძიებას ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად დაესწრო.

მსგავსი სტატიები