ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

🎉 ოზურგეთში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღინისძიებას, რომელსაც დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლამ უმასპინძლა, ოზურგეთის მერის მოადგილეები – გიორგი ღურჯუმელიძე, ნათია გოლიაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

🔸 ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების კუთხეები – ხელნაკეთი ნივთების, ტრადიციული კოსტიუმების, კოლეჯ „ჰორიზონტის“ და ოზურგეთის ტექნოპარკის ნამუშევრების გამოფენა და ტრადიციული კერძების პრეზენტაცია. ბავშვებისთვის გაიმართა სხვადასხვა სახალისო აქტივობები და ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: ანსამბლი „შვიდკაცა,“ ნასაკირალის სკოლის საბავშვო სტუდია. ასევე, კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი, ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ანსამბლი „გურია“ და ოზურგეთის თოჯინების თეატრი.
✅ ღონისძიების მიზანი რელიგიურ-ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის შენარჩუნება, ერთმანეთის ურთიერთპატივისცემა და მშვიდობიანი თანაცხოვრება გახლდათ.

ტოლერანტობის დღე 1996 წლიდან გაერო-ს გენერალური ასამბლეის ინიციატივით აღინიშნება.

მსგავსი სტატიები