ლიხაური – მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

ოზურგეთში, ლიხაური – მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამჟამად, შოტაულის უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს – სამუშაოებს მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე, საკრებულოს დეპუტატთან და მერის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 298 726 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ლიხაურსა და მაკვანეთში ჯამურად 5 165 მეტრი-სიგრძის გზა მოეწყობა.

მსგავსი სტატიები