აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა, სადაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მერიამ 2023 წელს, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის დაფინანსება არსებითად გაზარდა. აღნიშნული პროგრამით წლის განმავლობაში თითოეული ბენეფიციარი 4 500 ლარით ფინანსდება. პროგრამის ბიუჯეტი 180 000 ლარს შეადგენს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

მსგავსი სტატიები