ბიუროს სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში განხილვა-დამტკიცების მიზნით აისახა შემდეგი განკარგულების პროექტები: ,,მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“; ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგელბში მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების თაობაზე“ და ,,მუნიციპალიტეტის დასახლებებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენების სახელდების შესახებ.
საკრებულო, ასევე, მოისმენს შემაჯამებელ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის, ცენტრალური ბიბლიოთეკისა , სამუზეუმო გაერთიანების საქმიანობის შესახებ და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოხსენებას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთების მიზნობრივად გამოყენების, საიჯარო ქირის ამოღებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის გამოყენების ეფექტურობის თაობაზე.

მსგავსი სტატიები