მოქალაქეთა ასამბლეა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში #ევროპისსაბჭოს მხარდაჭერით დაწყებული მოქალაქეთა ასამბლეა დასრულდა.

ოზურგეთს აქვს შესაძლებლობა, მოქალაქეების ჩართულობით გააუმჯობესოს ქალაქის პარკინგის სისტემა. მოქალაქეთა ასამბლეის პირველ ეტაპზე მოქალაქეებმა შეისწავლეს ურბანული დაგეგმარების და საგზაო უსაფრთხოების საკითხები. ოზურგეთის მერიისგან მიღებული უკუკავშირის შედეგად კი საბოლოო რეკომენდაციები შეიმუშავეს.

#მოქალაქეთაასამბლეა სათათბირო დემოკრატიის ფორმაა, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, შეისწავლონ და ასამბლეის წევრებთან ერთად განიხილონ კონკრეტული საკითხი და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩაერთონ. ასამბლეის წევრები შემთხვევითობის პრინციპით, წინასწარ გაწერილი მეთოდოლოგიით შერჩეული მოქალაქეები არიან, რომლებიც ერთად ქმნიან მრავალფეროვან, დემოგრაფიულად წარმომადგენლობით ჯგუფს, ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა, ასაკი, სქესი, განათლების დონე და საცხოვრებელი უბანი.

ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ბიგვავა, მერის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს აპარატის უფროსი ნანა თავდუმაძე, ევროპის საბჭოს ექსპერტები და მოქალაქეთა ასამბლეის მიერ შერჩეული წევრები.

მოქალაქეთა ასამბლეა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით პირველად საქართველოში ოზურგეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა.

მსგავსი სტატიები