ავთანდილ თალაკვაძე აბიტურიენტებს მიმართავს

ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე აბიტურიენტებს მიმართავს და ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებს.

„დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენ წარმატებით დაასრულეთ სწავლა და ახლა ცხოვრების საინტერესო და საპასუხისმგებლო ეტაპის დასაწყებად ემზადებით, სადაც არაერთი შესაძლებლობა და განათლებით მიღწეული გამარჯვება გელოდებათ.

მჯერა, ცოდნით და პროფესიონალიზმით, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში თქვენს წვლილს შეიტანთ და ასახელებთ სკოლას, პედაგოგებს და ოზურგეთს! მომავალი თქვენია – წარმატებას და წინსვლას გისურვებთ!“ – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.

მსგავსი სტატიები