გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა.

გენდერული თანასწორობის საბჭო, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას შეუერთდა.

აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობას.

სხდომაზე, ასევე, საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჭანიშვილმა საბჭოს წევრებს ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების კუთხით ის ინიციატივები გააცნო, რომლებიც პროექტ ,, ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან ერთად შეიმუშავა.

მსგავსი სტატიები