ქეთევან ხომერიკმა CEMR-ის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში (CEMR) წარდგენილმა დელეგაციის წევრმა, ოზურგეთის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ხომერიკმა ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) პოლიტიკის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

სხდომაზე, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ – პრაღაში გაიმართა, 2023 წლის მუშაობის ანგარიში განიხილეს და 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. აგრეთვე,
კომიტეტის წევრებმა, დეტალურად იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: ტერიტორიული ერთიანობის ხელშეწყობა და სისტემური მიდგომების გაუმჯობესება, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვა კლიმატის ცვლილების გამოწვევებთან ადაპტაციისთვის.

ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) კომიტეტის სხდომა 6-7 დეკემბერს გაიმართა და მასში, CEMR-ის წევრი ქვეყნების ასამდე დელეგატი იღებდა მონაწილეობას.

მსგავსი სტატიები