დარგობრივი კომისიების ერთობლივი სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარგობრივი კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.

დარგობრივი კომისიების წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით, შემდეგი განკარგულების პროექტის წარდგენა: ,,სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ;“ ასევე, სხდომაზე მოისმენენ ,,მუნიციპალიტეტის 2023 წლის განმავლობაში განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს.“

აგრეთვე, განათლების კომისიის წევრებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს, მუნიციპალიტეტის 2023 წელს ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული სამედიცინო ამბულატორიების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაცია.

მსგავსი სტატიები