სოფელ კონჭკათში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

🏫 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოები გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვასილ ჩიგოგიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს წევრებმა და ადგილობირივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.
პროექტის დასრულების შემდეგ სოფელს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი ექნება.
🚧 ოზურგეთში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ამ დროისთვის კიდევ 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა – რეაბილიტაცია ხორციელდება; სამუშაოების შესასრულებლად ჯამში 12 273 921 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი სტატიები