ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია 2019 წელი

 

2019 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტებისვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოეყო  584 867 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით (468 565 ლარი)  განხორციელდა 600 ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი.

 

მოასფალტდა   22  272 მ. გზა – ჯამური ღირებულებით 6 743 467 ლარი.

 

მოეწყო ბეტონის გზები – ჯამური სიგრძით 12  946 მ. საერთო  ღირებულებით 1 351 800 ლარი.

  • დაბა ლათური 250 მ.
  •  დაბა ნარუჯა 300 მ.
  • დაბა ნასაკირალი 350 მ.
  • დაბა ურეკი 100 მ.
  • ასკანა 300 მ.
  •  ბაილეთი 270 მ.
  •  ბახვი 1 521 მ.
  • გურიანთა 200 მ.
  • ვაკიჯვარი 30 მ.
  • კონჭკათი 1 400 მ.
  • ლიხაური 500 მ.
  • მაკვანეთი 810 მ.
  • მერია 865 მ.
  • ნაგომარი 100 მ.
  • ნატანები 1 210 მ.
  • სოფ. ოზურგეთი 90 მ.
  • სილაური 735 მ.
  • ცხემლისხიდი 100 მ.
  • ძიმითი 210 მ.
  • ჭანიეთი 730 მ.
  • ჯუმათი 732 მ.
  • შრომა 2 143 მ.

 

✓ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სოფლის პროგრამით განხორციელდა 300-მდე პროექტი 

 

დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები:

 

  • დასრულდა ქალაქ ოზურგეთში ქუჩების: (მაიაკოვსკი, გურიელი,

ანდღულაძე, კოსტავას ქუჩაზე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის

მიმდებარედ სავალი ნაწილის) რეაბილიტაციის სამუშაოები  – 731. გრძ.მ ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა, ღირებულებით – 265 563 ლარი.

  • დასრულდა ქალაქ ოზურგეთში დაზიანებული ქუჩების (26 მაისის ქუჩა, თაყაიშვილის II ჩიხი, გაბრიელ ეპისკოპოსის შესახვევი) რეაბილიტაციის სამუშაოები – 353 გრძ.მ. ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა – ღირებულებით 121871 ლარი.
  • დასრულდა ქალაქ ოზურგეთში დაზიანებული ქუჩების: დავით აღმაშენებლის ქუჩის II ჩიხი, ნიკო ნიკოლაძის ქუჩის I შესახვევი,კიტა მეგრელაძის ქუჩიდან შ.პ.ს. „დენიმ“-ის შესასვლელამდე, გრიბოედოვის ქუჩის II ჩიხის რეაბილიტაცია -1425 გრძ.მ ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა. ღირებულება – 399 589 ლარი.
  • დასრულდა ქალაქ ოზურგეთში (ვაჟა-ფშაველას, გიორგი სალუქვაძის, ჯანაშიას ქუჩების,გურიის ქუჩაზე მდებარე შპს ,,იმედის” შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე -607 გრძ.მ. ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა, ღირებულება 211 411ლარი.
  • დასრულდა ქალაქ ოზურგეთში (შევჩენკო, პუშკინი, ყაზბეგი) ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები – 969 გრძ.მ. ღირებულება – 288 876 ლარი.
  • დასრულდა სოფელ დვაბზუს ცენტრიდან სოფელ ბოხვაურის სასაფლაომდე 1 387 გრძ.მ. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულება

343 960 ლარი.

  • დასრულდა ოზურგეთი ნინოშვილი-ლესას გზიდან ჯუმათის ცენტრის გავლით 4198 გრძ.მ. გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. ღირებულება – 1 469 164,35 ლარი.
  • დასრულდა ქალაქ ოზურგეთში იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე – 2 267 გრძ.მ ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები, ღირებულება 1 018 102 ლარი.
  • დასრულდა ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზიდან ბაილეთის ცენტრის გავლით 5 667 გრძ.მ. გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულება – 1 893 763.58 ლარი;
  • გარდამავალი პროექტია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ეკალდიდი-დონაურის გავლით ნატანების ცენტრალურ გზამდე დამაკავშირებელი 6 032 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაცია. ღირებულება 2 358 999 ლარი.

  • სრულდება სოფელ ცხემლისხიდი-ვაკიჯვარის გზიდან ბაღდადის ეკლესიამდე დამაკავშირებელი გზის (1 662 გრძ.მ.)სარეაბილიტაციო სამუშაოები, ჯამური ღირებულებით – 729 999 ლარი.
  • სრულდება ოზურგეთი-ნატანები-ურეკის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზიდან, სოფელ ხვარბეთის გავლით კონჭკათის საზღვრამდე დამაკავშირებელი 4 868 გრძ.მ. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულება – 977 777 ლარი;
  • სრულდება გაღმა დვაბზუ – ბახვის ცენტრალურ გზამდე 2 260 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ღირებულება – 738 992  ლარი;
  • დასრულდა ქ. ოზურგეთში გურამიშვილის ქუჩის მიერთებისა და წმინდა ნინოს

სახელობის სამრევლო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისა და  ქ.ოზურგეთის ტერიტორიაზე გზის ასფალტო-ბეტონის საფარის ორმული შეკეთები სამუშაოები ჯამური ღირებულებით 42 918 ლარი.

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში დასრულდა შიდა საუბნო გზაზე საყრდენიკედლის და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები ღირებულებით 47 845 ლარი.
  • მიმდინაროებს ქ. ოზურგეთში, გამსახურდიას ქუჩის სამი ჩიხისა (II, IV და

გამსახურდიას ჩიხის, ასევე,  ჯავახიშვილის ქუჩის პირველი შესახვევის გზის საფარის რეაბილიტაცია. ღირებულებით – 84 775 ლარი.

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში დასრულდა საუბნო გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულება – 95548 ლარი.
  • ქ. ოზურგეთში, აღმა შენებლისა და თაყაიშვილის  ქუჩებზე  ჩიხების, ასევე  ლერმონტოვის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ღირებულებით – 75 184 ლარი.
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში შიდა გზის რეაბილიტაციის

სამუშაოები ღირებულებით 221 944 ლარი.

  • სოფელ ნატანების ცენტრიდან სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

ღირებულებით – 278229 ლარი;

 

გზების მოწესრიგებასთან ერთან მუნიციპალიტეტი ზრუნავს მგზავრთა და ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე:

 

  • მოეწყო ქ. ოზურგეთში,გურამიშვილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში ორი ერთეული ერთსექციანი ციმციმა შუქნიშანი.
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დამონტაჟდა 68 ერთეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერა და განთავსდა თვალსაჩინო ადგილას სპეციალური გამაფრთხილებელი ნიშნები.
  • მიმდინარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხელოვნური ნაგებობის – სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობის სამუშაოები ღირებულებით – 40 000 ლარი.
  • დასრულდა მაკვანეთი – ლიხაურის საავტომობილო გზაზე მდინარე აგიდაყვაზე დაზიანებული ხიდისა და მისასვლელების, სოფელ ოზურგეთში მდინარე  ნატანებზე დაზიანებული ხიდის და ქ. ოზურგეთში კ. მეგრელაძის ქუჩის დასაწყისში  ასფალტ-ბეტონის საფარის შეკეთების სამუშაოები ღირებულებით – 72  679 ლარი.
  • მოეწყო საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის შიდა სახელმწიფოებრივი

გზაზე გარე განათების 200 ლამპიონი. აღნიშნული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 495 841 ლარით დაფინანსდა, ახალი განათების სისტემა დამონტაჟდა სოფელ შრომაში (ჩირეს უბანი) ღირებულებით – 11 364 ლარი.

  • რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქ. ოზურგეთში (9 აპრილის, პეტრიწის, ჭავჭავაძის და

გურიის ქუჩებს) ამორტიზირებულ ტროტუარებს ღირებულებით – 147 366 ლარი.

  • ქალაქის ტერიტორიაზე მოეწყო და რეაბილიტირდა ათამდე სხვადასხვა სპორტული ობიექტი. კერძოდ, დასრულდა ქ. ოზურგეთში, მალაზონიას ქ. N8-ში მდებარე მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები. ღირებულებამ შეადგინა 31 110 ლარი.
  • რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქ ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის N27-ში მდებარე სპორტული დარბაზს. ღირებულებით 60 960 ლარი, ვახტანგ ბლაგიძის სახელობის ოზურგეთის სპორტის სასახლეს – ღირებულებით 36 488 ლარი.

ოზურგეთში ოლიმპიური სახლს – ღირებულებით 51 468 ლარი,  ქ. ოზურგეთში, კიტა მეგრელიძის ქუჩაზე აშენდა ხელოვნურსაფარიანი მოედანი. ღირებულებით 111 466 ლარი, ასევე, ქ. ოზურგეთში, ჯორჯიაშვილის  ქუჩაზე მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მოედანი. ღირებულებით 59 104  ლარი.

  • მიმდინარეობს ქ.ოზურგეთში ბაქრაძის ქუჩაზე მდებარე მინი სპორტული

მოედნის მოწყობის სამუშაოები ღირებულებით 62 826 ლარი.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეკრეაციული ადგილების მოწყობა-მოწესრიგებას.

ჩატარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები:

 

ქ. ოზურგეთში, კეთილმოეწყო გურამიშვილის ქ. N7-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზო,  გრიბოედოვის ქუჩაზე სკვერი, რომელთა ღირებულებაა – 84 584 ლარი. ასევე, ფარნავაზ მეფის ქ. No127-ში მდებარე 9 სართულიანი სახლის ეზო, ღირებულებით  112 329 ლარი და სიორიძის Noon-ში მდებარე 5 სართულიანი სახლის ეზო – 103 259 ლარი.

  • ჩატარდა ქ. ოზურგეთში, თენეიშვილის ქ. N4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოს და ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები ღირებულებით 39 600 ლარი;
  • მოეწყო თენეიშვილის ქ.N6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოს წყალარინების სისტემა, ღირებულება – 54 094 ლარი და სიორიძის ქუჩა N22-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სასმელი წყლის სისტემა ღირებულებით 11 940 ლარი;
  • შეძენილი იქნა ჭავჭავაძის ქუჩაზე სკვერისთვის 10 000 ლარის ღირებულების ატრაქციონები.
  • რეაბილიტირდა ქალაქ ოზურგეთში, ანასეულის დასახლებაში დენდროლოგიური პარკი.
  • მუნიციპალიტეტმა საკუთარი ბიუჯეტიდან 1 268 739 ლარით დააფინანსა ოზურგეთის

მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში, კულტურის სახლის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც 2020 წლის მარტის დასაწყისში უნდა დასრულდეს.

  • მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადგილობრივი სახსრებით ჩატარდა

ოზურგეთში, ლერმონტოვის და შევარდნაძის ქუჩებზე  საკანალიზაციო ქსელის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით 16 060 ლარი.

  • სოფელ კვირიკეთში დასრულდა სასმელი წყლის შიდა ქსელის

მოწყობის სამუშაოები, გახარჯულია 67 706 ლარი.

  • სოფელ ნაღობილევში მოეწყო სასმელი წყლის სისტემა

გახარჯულია – 154 757 ლარი.

  • ძიმითის ადმინისტრაციულ ერთეულში, „კოხი“-ს უბანში შესრულდა დაზიანებული სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები ღირებულებით 18 900 ლარი;
  • გადაიხურ ა.(ა.)ი.პ. ჯ. დუნდუას სახელობის ქართული ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსაბლის ,,გურია”-ს შენობა, ღირებულებით 26979 ლარი;
  • რეაბილიტაცია ჩაუტარდა თენიეშვილის ქ. N12-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს, გაიხარჯა – 148127 ლარი;
  • დასრულდა დაბა ნასაკირალში N 2 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 75 აღსაზრდელზე არის გათვლილი სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით 458 413 ლარი.
  • სარემონტო სამუშაოები ჩატარდა რუსთაველის ქ.24-ში მდებარე სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის შენობაში.
  • სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის

საბავშვო ბაღების დაბა ანასეულის N7, N1, N2, N3, N4, N9 და ა.ა.ი.პ. ოზურგეთის

მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღრზდის ცენტრის შენობებში, გახარჯულია – 32 089 ლარი.

 

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები

 

  • დაბა ნასაკირალში ჩატარდა ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოები , პროექტის ღირებულებამ შეადგინა   47 997 ლარი;
  • გურიის ქ. 35-ში მდებარე „სოფლის ნობათი“-ს ტერიტორიაზე, მდინარე ნაბჟუარაზე, სტიქიის მიერ დაზიანებული კედლის და ხიდის

სვეტების გამაგრების სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა105 868 ლარი.

  • მიმდინარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვირიკეთში მდინარე

ბჟუჟის გასწვრივ, იპოდრომთან 543 გრძ.მ გაბიონის მოწყობის სამუშაოები

ღირებულებით 584 989 ლარი და სოფელ მთისპირის წყალსადენის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით 41 364 ლარი;

  • სრულდება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის N557 განკარგულებით, სტიქიის პრევენციისთვის გამოყოფილი სამუშაოები, კერძოდ, დაბა ურეკში აკაკი წერეთლის ქუჩაზე 460 გრძ.მ სანიაღვრე არხის კედლის რკინა-ბეტონით მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენს 169 196 ლარს.
  • დასრულდა სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში, ასევე ქალაქ

ოზურგეთში, 2019 წლის 28 სექტემბერს სტიქიის შედეგად ჩამოშლილი და დამეწყრილი გზების მონაკვეთების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრების რეაბილიტაციის, გასწორხაზოვნებითი და სახიდე გადასასვლელების გამაგრებითი სამუშაოები.  გახარჯულია – 34 000 ლარი;

  • შეძენილია 30 207 კვ.მ მავთულბადე, 3 497 კბ.მ მზა ბეტონი და 6 295

კბ.მ ინერტული მასალა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 741 401 ლარი, რითაც მოსახლეობის ჩართულობით დაიგო ბეტონის საფარიანი გზა;

  • მუნიციპალიტეტის მიერ მიმდინარე წელს შეძენილი იქნა ერთი ერთეული

ექსკავატორ-დამტვირთველი, მრავალფუქნციური ტრაქტორი – ღირებულებით 219 000 ლარი, ერთი ერთეული ექსკავატორ-დამტვირთველი JCB 4CX Eco Sitemaster

ღირებულებით 213 838 ლარი და ორი ერთეული სატვირთო ავტომანქანა –

თვითმცლელი, კამაზის მარკის – ღირებულებით 169 595 ლარი;

  • მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის შეძენილი იქნა სხვადასხვა სახის სამშენებლო სახურავის მასალები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 685 664 ლარს,დაკმაყოფილდა 155-მდე ოჯახი.
  • გადაიხურა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული

ორი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, ღირებულებით 17 997 ლარი;

  • შეძენილი იქნა თენიეშვილის ქუჩა N12-ში მდებარე მრავალბინიანი

საცხოვრებელი სახლის მაცხოვრებლების მოთხოვნით  სენსორული

ნათურები.

  • სხვადასხვა ტერიტორიული ერთეულებისთვის შეძენილი იქნა წყლის მილები, ტუმბოები, ავზები და სასაფლაოების შესაღობად ე.წ. ეკლიანი მავთულები;
  • სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სოფელ ჯუმათის წყალსადენის სათავე ნაგებობას, ღირებულებით 43 260 ლარი;
  • მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობაში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები – ღირებულებით 25 213 ლარი;
  • გადაიხურა ანასეულის დასახლებაში,მეცნიერების ქუჩის N26-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი, ღირებულებით 18 117 ლარი;
  • ჩატარდა თენიეშვილის ქ. N4-სა და ჟღენტის ქ. N4-ში მრავალსართულიანი სახლების სასმელი წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობის სამუშაოები ღირებულებით 6 649 ლარი;
  • ასევე მოეწყო დაბა ნასაკირალში, მე-3 რაიონში, მოსაცდელთან სველი წერტილი, გაიხარჯა 3 277 ლარი;

 

სანიაღვრე არხები

ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოეწყო 503 მ. სიგრძის სანიაღვრე არხი ჯამური ღირებულებით 206 888 ლარი.

           სკოლების რეაბილიტაცია

2019 წლის 08 თებერვლის N207 საქართველოს მთავრობის განკარგულებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 010 000 ლარი. რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო  სკოლას. ახალი, ულტრატანამედროვე სკოლის მშენებლობა დაიწყო დაბა ნასაკირალში.

 

ამბულტატორიები

 

  • 2019 წლის 02 ივლისის N1510 საქართველოს მთავრობის განკარგულებით

ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოეყო 1 164 118 ლარი.

  • ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩატარდა დაბა ნასაკირალში,  კონჭკათში, ჭანიეთში,  გურიანთაში, ბაილეთში, შემოქმედში, ბოხვაურში, ნარუჯაში, ნატანებსა და  დაბა ურეკში.  გაიხარჯა  312 189 ლარი.
  • ქ.ოზურგეთში “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და

გადაუდებელი დახმარების ცენტრი“- ს მშენებლობის სამუშაოების შესყიდვამ შეადგინა  368 485 ლარი.

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ” საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,  2019 წელს გამოეყო 1 074 000 ლარი.
  • მოსახლეობის მიერ დასმული პრიორიტეტების შესაბამისად მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 200-ზე მეტ პროექტზე, რომელტა უმეტესობე დასრულებულია.

 

ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით  მომზადდა საპროექტო წინადადებები. მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენა.

2020 წელს იგეგმება:

  1. ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზიდან ჯუმათის ცენტრის გავლით
  2. ბოგილას გზის რეაბილიტაცია (1468 გრძ.მ)
  3. ოზურგეთი-ნატანები-ურეკის სახელმწიფო მნიშვნელობის გზიდან სოფელ შრომის (ეკალდიდი)-დონაურის გავლით ნატანების ცენტრალურ გზამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (4 030 გრძ.მ).
  4. ქალაქ ოზურგეთის დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაცია.
  5. შემოქმედის ცენტრიდან მონასტერთან და სასაფლაოსთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
  6. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ.ნაღობილევის (N4 უბანში) საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
  7. შეკვეთილში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები(მეორე ეტაპი).
  8. კურორტ ურეკის შემოვლითი გზის(უსკალეიკის) გზის რეაბილიტაცია.
  9. სოფელი შრომა(ჩირე) ურეკი გრიგოლეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
  10. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის შიდა სახელმწიფოებრივი გზის კმ 44-დან სოფელ ბოხვაურის ცენტრის გავლით შემოქმედი-ცხემლისხიდის დამაკავშირებელ გზამდე გზის რეაბილიაცია.
  11. სოფელ მთისპირი-ასკანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
  12. ასკანის თემში, სოფელ მზიანის შიდა გზის რეაბილიტაცია.
  13. ნატანების სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია.
  14. ლიხაურში აჭის საუბნო გზის რეკონსტრუქცია.
  15. კოსტავას ქუჩის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია.
  16. ჭადრაკის სკოლის შენობის რეაბილიტაცია.
  17. ქ. ოზურგეთში ერისთავის ქუჩის, გურიის ქუჩიდან 9 აპრილის ქუჩამდე ტროტუარის მოწყობა.
  18. გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩის ტროტუარის რეაბილიტაციის სამუშაო.
  19. პირველი სკოლის მიმდებარედ კიბის მოწყობა.
  20. სოფელ ნატანებში (შეკვეთილი) გურიის ფუტზალის და საპლაჟო ფეხბურთის ფედერეაციის სპორტული მოედნის მოწყობა.
  21. საგზაო სასწორების შეძენა (2 ერთეული).
  22. ქ.ოზურგეთში გ.ეპისკოპოსის ქუჩის (დოლიძის ქუჩის კვეთიდან ერისთავის ქუჩაზე ტროტუარების მოწყობა (ფილებით).
  23. სოფელ ლიხაურის ცენტრალური გზაზე გარე განათების მოწყობა.
  24. გრიბოედოვის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობა (N21-ის მიმდებარედ).
  25. ვიქტორ დოლიძის ქუჩა N13-N15-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი ეზოს კეთილმოწყობა.
  26. კოსტავას ქ.N2 და N4-ის ეზოს კეთილმოწყობა.
  27. ქ. ოზურგეთი იოანე პეტრიწის N1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოს მოწყობა.
  28. ოზურგეთის დ.აღმაშენებლის ქუჩაზე 2 სართულიან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის №165 და №177-მდე ეზოს კეთილმოწყობა.
  29. ქალაქ ოზურგეთში გურამიშვილის ქ. 14-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობა.
  30. ნარუჯის ე.წ ფაბრიკის დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობა.
  31. მეცნიერების ქუჩა N14-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
  32. უნივერსიტეტის ქუჩა N12-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
  33. თენიეშვილის ქ.N4-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

 

მსგავსი სტატიები