ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ, რომელსაც დავით დარჩია უძღვებოდა 16 საკითხი განიხილეს. დამტკიცდა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი

საკრებულოს მუდივმოქმედ კომისიებსა და ფრაქციებში განხილვის შემდეგ, საკრებულო იმსჯელებს:
მერიის მიერ ინიცირებულ საპრივატიზაციო ნუსხასა და გეგმის დამტკიცების თაობაზე;
მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; მერიის მიერ წარმოდგენილ 2020-2021 წლებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან , განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ;

რამდენიმე ქუჩის სახელდების შესახებ განკარგულების პროექტებსა და დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.

საკრებულო ამ საკითხების პარალელურად იწყებს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას, რომელიც მერიამ უკვე წარმოადგინა. 18 ნოემბრიდან-25 ნოემბრის ჩათვლით საკრებულოს ყველა მუდმივმოქმედი კომისია და ფრაქცია მერიის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს დეტალურად განიხილავს და აღმასრულებელ ორგანოს თავის წინადადებებს, რეკომენდაციებსა და შენიშვნებს დასკვნების სახით წარუდგენს.

მსგავსი სტატიები